ექსკლუზივი–რა გეგმა ჩაუვარდა ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობას „ნაციონალების“ წინააღმდეგ

რა გეგმა ჩაუვარდა ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობას „ნაციონალების“ წინააღმდეგ

რა გეგმა ჩაუვარდა ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობას „ნაციონალების“ წინააღმდეგსაზოგადოებამ 18 ოქტომბრის საღამოს ზუგდიდის ბულვარში ძალადობის ის შემზარავი კადრები იხილა, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა პორტალმა გაავრცელა. ღონისძიების ორგანიზატორი ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე სოსო ლაგვილავა იყო, რომელიც კადრების საჯარო ჩვენებაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს საზოგადოების დაკვეთით მოხდა, თუმცა ბატონ სოსოს, ისევე როგორც სხვა საჯარო პირებს, მათ შორის ადგილობრივი მთავრობის პირველ პირებს რატომღაც, არ უფიქრიათ იმაზე, რომ საჯარო სივრცეში ბავშვებიც არიან და მსგავსი კადრების ჩვენება მათთვის დანაშაულის ტოლფასიაარ შეიძლება.
საკითხზე კომენატრი გააკეთა ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამაც, რომელმაც ბულვარში ბავშვები ვერ შენიშნა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ეს კადრები აუცილებლად უნდა ენახა.
თუმცა ირკვევა, რომ სწორედ ამ კადრების ჩვენების შემდგომმა რეაქციამ ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობას სერიოზული გეგმები ჩაუშალა.
„თაიმერის“ ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, რომელიც იმავე ინფორმაციით, დღისით გამართული აქციის და ჩვენების ორგანიზატორი იყო, ასევე მისი თანამოაზრეები, კადრების გაშვების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივარდნას და ოფისის კარის აჭედვას გეგმავდნენ.
„საჯარო ჩვენება სწორედ იმისთვის დაიგეგმა, რომ ვითომ საზოგადოება აღშფოთდებოდა ამ კადრების ხილვით და გაცოფებული მივარდებოდა ოპოზიციური პარტიის ოფისთან, შემდეგ კი გაღიზიანებული ხალხი მათ კარს აუჭედავდნენ. მართალია, ქალაქის მერმა მიუღებელი განცხდება გააკეთა ჩვენების შემდეგ, მაგრამ ის რეალურად იქ სწორედ იმისთვის მივიდა, რომ გოგიასთვის და მის ზონდერებისთვის ეს გეგმა გადაეფიქრებინა. ამას ხელი იმ გარემოებამაც შეუშალა, რომ ხალხის რომელიც ფილმს ელოდა და ეს კადრები იხილა, გაიქცა. ვერ ნახეთ, შეკრებილი იყო ასობით ადამიანი, კადრების გაშვებისთანავე კი მათი ნახევარიც არ დარჩა, შესაბამისად, გეგმაც ჩაიშალა“, – აცხადებს სააგენტოს წყარო.
მისივე თქმით, ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია მომხდარზე განცხადების გავრცელებას გეგმავს, რომელშიც სავარაუდოდ, საუბარი იქნება დაგეგმილ პროვოკაციაზე, თუმცა არა რეალურ გეგმებზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.
„ახლა ალამაზებს გოგოხია. ვითომ, „ნაციონალების“ პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად მივიდა იქ. არადა „ნაციონალები“ თბილისში არიან გაკრეფილები „რუსთავი2“-ის სასამართლოზე. რომც მისულიყვნენ, ოფისში არავინ დახვდებოდათ. მერი იქ სწორედ გოგიასთან და მის თანაგუნდელებთან სასაუბროდ მივიდა, რომ გეგმა არ განხორციელებულიყო“, – განმარტავს „თაიმერის“ წყარო.

banner
წინა სტატიაშიდარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა 24 საათიან რეჟიმშია შესაძლებელი
შემდეგი სტატიაქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია განცხადებას ავრცელებს