ექსკლუზივი–მასშტაბური წვრთნები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე

Chirikba-galiგალის რაიონის ზემო ბარღებში, საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის ჯარსა და აფხაზეთის ე.წ ჯარის ნაწილების ერთობლი წვრთნები მიმდინარეობდა, რომელშიც 200 მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა.
ე.წ. სწავლებებში ტექნიკიდან ბრონირებული ავტობილები და ტყვიამფქვევები მონაწილეობდნენ .
წვრთნების პერიოდში ზემო ბარღების საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებული იყო, მოსახლეობას შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება. მათ შეუფერხდათ მოსავლის, მათ შორის, თხილის აღება.
რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელშიც 700–ზე მეტი სამხედრო ჯარისკაცი მონაწილეობდა, 7 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდა.
პირველად ჩატარდა ასეთი მასშტაბური წვრთნები გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში.შეგახსენებთ, რომ საფორთიფიკაციო სამუშაობეი ჯერ კიდევ 2007 წლეს დაიწყო და 2008 წელს დასრულდა. ე.წ სამხედრო წვრთნები უშუალოს ბარღების სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.სოფელ ზემო ბარღებში მსგავსი ტიპის სწავლებები პირველად ჩატარდა,რამაც მოსახლეობაში შიში და პანიკა გამოიწვია.
დღეიდან, 11 სექტემბრიდან სკოლაში სწავლის პროცესი ჩვეული რეჟიმით განახლდა.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნების დროს დაიჭრა ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გალის სამხედრო ბაზაზე იქნა გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4052 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას დაპირდა