“ექიმები საზღვრებს გარეთ”: აშშ-ს იცოდა საავადმყოფოს კოორდინატები

"ექიმები საზღვრებს გარეთ": აშშ-ს იცოდა საავადმყოფოს კოორდინატებიუკანასკნელი მონაცემებით, ავღანეთის ქალაქ კუნდუზში საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეთ”-ის 9 თანამშრომელია დაღუპული – ამ ინფორმაციას თვითონ ორგანიზაცია ავრცელებს.
შეტევის შედეგად დაჭრილია 37 ადამიანი, აქედან 19 “ექიმების” თანამშრომელი. ბევრი ჯერაც დაკარგულად ითვლება.
ნატოს მიერ გაკეტებული განცხადების თანახმად, აშშ-ს ავიადარტყმებს “შესაძლებელია ზიანი მიეყენებინა ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებებისთვის”. შემთხვევის გამო უკვე დაწყებულია გამოძიება.
“ექიმები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ ქაბული და ვაშინგტონი უკანასკნელი თვის მანძილზე რამდენჯერმე გაფრთხილებული იყვნენ ექიმების ადგილსამყოფელის შესახებ და კოორდინატებიც რამდენჯერმე გადაეგზავნათ.
“საჰაერო თავდასხმა საავადმყოფოზე მას შემდეგაც გრძელდებოდა, რაც თავდასხმის პერიოდში კიდევ ერთხელ გაუგზავნეს შეტყობინება ექიმების ადგილმდებარეობის შესახებ”.
ორგანიზაცია ოფიციალური სტრუქტურებისგან ახსნა-განმარტებებს ელოდება.

banner
წინა სტატიაშიკობიაშვილი დელეგატებზე: თვითონ კარგად არიან, საჭმელიც აქვთ, წყალიც და ყავაც
შემდეგი სტატიაგობეჯიშვილის შემცვლელი დელეგატიც მხარს რეზი არველაძეს უჭერს