„ეს ხელისუფლება განწირულია“

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, დღეს საკუთარი პოზიცია თავისუფლების მოედანზე ათობით ათასმა მოქალაქემ გამოხატა.

როგორც გიგა ბოკერიამ მთავრობის კანცელარიის წინ, აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული ხელისუფლება განწირულია.

„ეს ხელისუფლება არის საფრთხე და ზიანი ჩვენი მომავლისთვის. ამაზე ყველა თანხმდება და დღეს ეს პოზიცია თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა ათობით ათასმა ადამიანმა გამოხატა. პროცესი მომავალშიც აუცილებლად გაგრძლდება. ეს ხელისუფლება არის განწირული. ახლა საკითხი იმაშია, თუ რამდენად მეტ ან ნაკლებ ზიანს მივაყენებინებთ მას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ზიანი იყოს ნაკლები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“თუ გადაცემა არ გეყოთ, ის მზადაა, გაუბედურებული საქართველოს ბიუჯეტით 200 სერიანი ფილმი დააფინანსოს”
შემდეგი სტატიაკანცელარიის შენობის წინ პოლიციაა მობილიზებული