“ეს ჩანაწერი არ უნდა მოხვედრილიყო არც ოპოზიციისა და არც პოზიციის ხელში,” – ვახტანგ გომელაური სკანდალურ ვიდეოებზე

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

სკანდალური ვიდეოების გავრცელებიდან ერთი კვირის თავზე შინაგან საქმეთა მინისტრი განცხადებას აკეთებს. ვახტანგ გომელაური ფიქრობს, რომ საკითხზე სამინისტრომ რეაგირება უკვე მოახდინა და განვითარებულ მოვლენებს გამოძიების შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

”ამ საქმეს გენერალური ინსპექცია იძიებს და ზომებსაც იმის მიხედვით გავატარებთ, ვისი ბრალიც გამოიკვეთება. ეს ჩანაწერი არ უნდა მოხვედრილიყო არც ოპოზიციისა და არც პოზიციის ხელში. ამ საკითხზე მიმდინარეობს გაოძიება,” – აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტროში მცირე საკადრო ცვლილებები კვლავ არის დაგეგმილი. მინისტრის განცხადებით, საუბარია ხელმძღვანელ პირებზე, რომლებსაც თანამდებობების დატოვება მოუწევთ.

“ვიქნები ძალიან პრინციპული, დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, ვინც ისეთ ინფორმაციას გაიტანს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. ჩვენ არ გვინდა, რომ კონკრეტულ პირზე იყოს აგებული სამინისტრო, სისტემაზე უნდა იყოს აწყობილი სტრუქტურა. ჩვენ მოგვიხდა რამდენიმე ხელმძღვანელი პირის შეცვლა, მე არ ვამბობ, რომ რომ ეს ხალხი მოწინააღმდეგე ბანაკზე მუშაობდა, ვთვლიდი, რომ ეს ადამიანები ამ თანამდებობაზე არ უნდა ყოფილიყვნენ, ვთვლიდი, რომ ვერ ამართლებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. ვაპირებ ხელმძღვანელი პირების უმნიშვნელო ცვლილებებს. რა თქმა უნდა, კონტროლი მიდის, გეთანხმებით, რომ ინფორმაციის გადინება რაღაც დოზით ხდებოდა, სხვადასხვა თემაში გენერალური ინსპექციაა ჩართული, გამოიძიებენ და დაისჯებიან ის თანამშრომლები, ვინც კანონი დაარღვია,” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილს სპეციალური განცხადებით პასუხობენ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ე.წ. კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა