“ეს კომიტეტი იქნება გაცილებით უფრო წარმატებული, ვიდრე წინა მოწვევის, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, კანონპროექტს ეთანხმება ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი.

„იყო შეცდომები, რომელზეც თავის დროზე შეეძლო იმ პარლამენტს და იმ იურიდიულ კომიტეტის კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა, ეს იყო ერთერთი მათგანი, იმიტომ რომ ეხებოდა ბევრ ადამიანს. და ამის არ გაკეთება იყო ძალიან მძიმე შეცდომა. დარწმუნებული ვარ ეს კომიტეტი იქნება გაცილებით უფრო წარმატებული, ვიდრე წინა მოწვევის თუ ამ ნაბიჯს გადადგამს,“ – განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელმა პავლე კუბლაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მარიამ საჯაიას უცნაურად ეჩვენება ის, რომ სახელისუფლებო გუნდიდან ზოგიერთი მათგანი მხარს არ უჭერს კანონპროექტის მიღებას.

„მგონია, რომ გარკევულ თვალთმაქცობასთან გავქვს საქმე,“ – განაცხადა ანა საჯაიამ.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის ზომად პატიმრობის გაუქმებას.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის ზომად პატიმრობის გაუქმებას
შემდეგი სტატია“ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ადექვატურ და თანასწორუფლებიან მოლაპარაკებას რუსეთთან”