“ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწის განაცხადი”- ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცხადებას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანს უწოდებს.

ამის შესახებ გვარამიამ ტელეკომპანიის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებთან სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

„მინდა მივესალმო სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ განაცხადს, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა. ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწის განაცხადი. ვიზიარებ მის ამ პათოსს და მივესალმები საქართველოს ხელისუფლებაში დარჩენილ ერთადერთ სახელმწიფოზე მზრუნველ თანამდებობის პირს“, – განაცხადა გვარამიამ.

პრეზიდენტი მოსამართლე ურთმელიძეს მოუწოდებს, ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკაოს.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მარგველაშვილმა ასევე პრემიერი ღარიბაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრემიერის განცხადებამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაციას შეუწყო ხელი.

banner
წინა სტატიაშისად ხარ დღეს: სიმართლის თუ სიცრუის, გონიერების თუ უგუნურობის, მომავლის პერსპექტივის თუ წარსულის უიმედობის გვერდით
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე: გამოძიების სრული პრეროგატივაა გაარკვიოს ყველაფერი