“ეს იქნება მკვლელობის გამოძიების იმიტაცია”- ადვოკატი მარკ ფეიგენი ნემცოვის მკვლელობაზე

მოსკოვში იმ ადგილზე, სადაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოკლეს, მოქალაქეები იკრიბებიან. სამგლოვიარო მსვლელობა 2 საათში დაიწყება, თუმცა მკვლელობის ადგილზე უკვე მივიდნენ მოქალაქეები. ინისი აპროტესტებენ მომხდარს და ამობენ, რომ ნემცოვის მკვლელობა პოლიტიკური ხასიათისაა და მკვლელი არ დაისჯება.

ნემცოვის მკვლელობის ადგილზე იმყოფება მისი მეგობარი და უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა საბჩენკოს ადვოკატი მარკ ფეიგენი. ის ამბობს, რომ ნემცოვის მკვლელობა იყო შეკვეთილი და ეს ფაქტი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მოხდა.

“არავითარი ეჭვი არ მაქვს, რომ ეს მკვლელობა პოლიტიკურია და შეკვეთილი. ყველა შემოგდებული ვერსია ცოლ-ქმრული და კომერციული შინაარსისაა, უკავშირებვენ პირად საკითხებს, ეს ყველაფერი სისულელეა. ნემცოვი იყო ადამიანი, რომელიც არაფერს მალავდა. ის, რომ ადამიანებმა მას 7-ჯერ ესროლეს მანქანიდან კრემლთან ახლოს, აქ არ ჩანს აშკარა კრიმინალური საფუძველი. ეს უდიდესი რისკია იმ ადამიანებისთვის ვინც ეს ჩაიდინა, ამიტომ ამაზე წასვლა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების იდეოლოგიური მოტივებით, ან სხვა მოტივებით, რომლებიც ამ ადამიანებს შთააგონეს. ვფიქრობ გამოძიების იმიტაცია იქნება, მაგრამ დამნაშავეს ვერ მოძებნიან და ნამდვილ საფუძველს ვერ დაადგენენ. აქაც იგივე ხელწერაა, როგორიც პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დროს იყო. ამიტომ არ მჯერა სწრაფი და ობიექტური გამოძიების,”- აცხადებს მარკ ფეიგენი.

მოსკოვში დღეს დილიდან ადგილზე სადაც ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები აფხაზურ გვარებზე ,,ია,,ს მოცილებას ითხოვენ (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგამოძიებამ გუშინ მოკლული ბორის ნემცოვის ბოლო მარშრუტი დაადგინა