„ეს იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის გაკეთდა, ვინც „რუსთავი 2“-ში მუშაობს”

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის დაიწყო, ვინც „რუსთავი 2“-ში მუშაობს” -ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ეს იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის გაკეთდა, ვინც „რუსთავი 2“-ში მუშაობს. ასევე, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ მოწოდებებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან, რაც შეიძლება გარკვეული ჯგუფების მიერ აღქმული იყოს დაპირისპირებასთან და რომ ეს ყველაფერი აცილებულ იქნას თავიდან, ზუსტად მაგის გამო არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ უნდა დაიწყოს, როგორც ჩვენთან მოხდა, ანალოგიურად უნდა დაიწყოს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება და ყველა იმ ადამიანის დაკითხვა უნდა მოხდეს, ვისაც რაიმე კავშირი აქვს და ვისაც შეიძლება რაიმე ტიპის ინფორმაცია ჰქონდეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით”, – აცხადებს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიე.წ მოდულის შენობაში გიგა ბოკერია დაიბარეს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: არ ხდება შიგნით არავის მოსმენა და არავითარი მიყურადება