“ეს ერთმნიშვნელოვანი ფაქტია და მისი ორმაგი ინტერპრეტაცია შეუძლებელია”- გიორგი კვირიკაშვილი 2008 წლის ომზე

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წლებია საუბრობენ იმაზე, რომ ეთნიკური წმენდის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების და წამების ფაქტები რა თქმა უნდა გამოძიებული უნდა იყოს. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მხარეს ძალიან ბევრი ფაქტი უკვე გამოძიებული აქვს და ყველაფერი გადაეცემა ჰააგის პროკურორს.
მინისტრის განცხადებით, ქართულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევის საშუალება არ აქვს და იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლოს ექნება იმის საშუალება მეტი ინფორმაცია მიიღოს.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია გამოძიების პროცესში რუსული როლის გამოკვეთა, კვირიკაშვილის განცხადებით, იმ ფაქტის ორმაგი ინტერპრეტაცია არ არსებობს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა.
” “მე არ ვიცი, როგორ შეიძლება იყოს ორმაგი ინტერპრეტაცია, როდესაც მთელი არმია შემოდის და იკავებს ქვეყნის ტერიტორიას? ერთმნიშვნელოვანი ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა და დარღვევა მოხდა 2008 წელს. ეს ერთმნიშვნელოვანი ფაქტია და მისი ორმაგი ინტერპრეტაცია შეუძლებელია. არ მგონია იყოს რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც ამ ფაქტის ინტერპრეტაციას შეეცდება. ჩვენ გვაქვს ფაქტი – დღეს გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები, საქართველო ვერ ახორციელებს თავის იურისდიქციას, გვაქვს ახალი სამხედრო ბაზები, როგორ შეიძლება ამის ინტერპრეტაცია?” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი: შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყონებლივ გაათავისუფლეთ სამივე!
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებულები გაათავისუფლეს