“ეს დღე ისეთივე მძიმეა და არანაკლები, როდესაც სოხუმი დაეცა”

tamar-sanikidze

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები, გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულების მემორიალთან დილიდან იკრიბებიან.

როგორც ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა, უკვე მსოფლიომ დაინახა, თუ როგორ განვიცდით ამ ტრაგედიას.

“ეს დღე ისეთივე მძიმეა და არანაკლები, რდესაც სოხუმი დაეცა. თითოეული ქართველისთვის მტკივნეული და მგონი არამხოლოდ ქართველისთვის, მსოფლიომ დაინახა როგორ გვტკივა, როგორ განვიცდით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს და სიტუაცია განიმუხტოს. მინდა მთ ოჯახებს მივუსამძიმრო, ვინც ამ ბრძოლაში ახალგაზრდა შვილები დაკარგეს”,- აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 22 წელი გავიდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ კერძო სექტორის სამუშაო ლანჩს დაესწრო
შემდეგი სტატიაპრემიერი აშშ-ში ორმხრივ შეხვედრებს მართავს