“ეს გიგი უგულავას მონაპოვარია”- სევდია უგრეხელიძე ოლიმპიურ სოფელზე

“ეს ბატონი გიგი უგულავას მონაპოვარია,” – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და საკრებულოს წარმომადგენელმა სევდია უგრეხელიძემ თბილისის ახლადგახსნილ ოლიმპიურ სოფელში გააკეთა.

უგრეხელიძე ამბობს, რომ გიგი უგულავას ძალისხმევით თბილისმა 150 მილიონიანი ინვესტიცია მიიღო.

“ეს ბატონი გიგი უგულავას მონაპოვარია. თბილისმა 150 მილიონიანი ინვესტიცია მიიღო და ეს ღონისძიება მოიგო. დიდი იმედი მაქვს ეს ღონისძიებები კარგად ჩაივლის. ვუსურვებ მთავრობას, რომ მსგავსი მაშტაბის ინვესტიციები თუ არა, ნახევარი, ან მეოთხედი თავადაც განახორციელონ,”- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოეზიის საღამო დევნილთა ახალ ჩასახლებაში
შემდეგი სტატიაენმ მხარს უჭერენ ინიციატივას მთავარი პროკურორი პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტმა დაამტკიცოს