„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, თითქოს მთავრობა ფეხბურთის არჩევნებში ერევა“

თუ ლარი კვლავ გაუფასურდება, შესაძლოა, ელექტროენერგია კიდევ გაძვირდეს

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, აუცილებელია ქართულ ფეხბურთში ცვლილებები მოხდეს.

როგორც მან ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა “2030”-ის ეთერში განაცხადა, ის ფეხბურთის განვითარებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს.

„ფეხბურთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მე თუ რაიმეს მივაღწიე ცხოვრებაში, წარმატება მქონია, ზუსტად ამ სპორტით და ფეხბურთის ძალიან დიდი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, გული შემტკივა ქართულ ფეხბურთზე. გული შემტკივა იმ არსებულ მდგომარეობაზე, რაც ჩვენ დღეს ფეხბურთში გვაქვს, ის მძიმე მდგომარეობა და ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოხდეს ცვლილებები. რადგან ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ დავდივართ ერთ წრეზე, ერთი და იგივე ადამიანებით. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ იქ, სადაც ვიმყოფებით. უნდა ვიფიქროთ მომავალზე, წინსვლაზე და პირადად მე რითიც შემიძლია, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ ფეხბურთის განვითარებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ფეხბურთის ფედერაციაში დაგეგმილ არჩევნებზე ის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის სასარგებლოდ მუშაობს, კალაძემ აღნიშნა, რომ სიცრუეა განცხადებები, თითქოს ხელისუფლება საარჩევნო პროცესში ერევა.

„მე თავს შევიკავებ გავაკეთო განცხადებები, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ ეს შეიძლება გამოიყენონ ისევ ჩემს საწინააღმდეგოდ, ჩემი გუნდის საწინააღმდეგოდ, თითქოს მთავრობა ერევა ფეხბურთის არჩევნებში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან არავითარი ჩარევა არ იქნება. თუ ჩარევაში გულისხმობენ იმას, რომ კონკრეტული პიროვნების, ერთ-ერთი კანდიდატის, მაგალითად რევაზ არველაძის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ხელმძღვანელები – თოფაძე, ტყემალაძე მყავს მხედველობაში და ისინი ღიად აფიქსირებენ ბატონი რევაზ არველაძის მხარდაჭერას, თუ ეს ითვლება ხელისუფლების ჩარევად, მე ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება ამაზე გავაკეთოთ აქცენტი. ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი შეხედულება გამოთქვას კონკრეტულ მიმართულებაზე და ასევე ფეხბურთზეც. ხოლო ის, რომ ჩვენ გარკვეული ადამიანებისაგან ვისმენთ თითქოს ხელისუფლება ერევა, უხერხულია. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება ამ ადამიანებმა თავი შეიკავონ, რადგან თვითონ ეს ადამიანები გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეხბურთის ფედერაციაში კონკრეტულ თანამდებობებზე დასმული“, – აღნიშნა კალაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებზე სულ სამი კანდიდატია დარეგისტრირებული. ესენი არიან ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია.

banner
წინა სტატიაში,,გიორგი კმაყოფილი ხარ იმით რაც ხდება სტუდიაში”?!
შემდეგი სტატიაგიგა ბუკიას მევენახეებმა დაცინვის მიზნით ტაში დაუკრეს