ეს არის უგუნური გადაწყვეტილება–ჯემალ ფუტკარაძე

ეს არის უგუნური გადაწყვეტილება–ჯემალ ფუტკარაძე

ეს არის უგუნური გადაწყვეტილება–ჯემალ ფუტკარაძეაჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის,  ინფორმაციით, დღეს ფრაქციიდან ჯემალ ფუტკარაძე გარიცხეს. აკაკი ძნელაძე ადასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ გუშინდელ შეხვედრასაც უკავშირდება.

გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მედიისთვის დახურული იყო. სხდომას თავად ფუტკარაძე არ დასწრებია. ფრაქციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ დეპუტატს ტელეფონი ჰქონდა გამორთული და მას ვერ დაუკავშირდენ. კაკო ძნელაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფუტკარაძის გარდა ფრაქციის 6-ვე წევრი იმყოფებოდა.

“ქართული ოცნების” რიგებიდან ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვას ფრაქციის ხელმძღვანელი დეპუტატის მხრიდან ფრაქციული დისციპლინის დარღვევასა და ბოლო პერიოდში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს უკავშირებს.

ეს არის უგუნური გადაწყვეტილება–ჯემალ ფუტკარაძე

აღნიშნულ ფაქტს ჯემალ ფუტკარაძემ უგუნური გადაწყვეტილება უწოდა. “მინდა გითხრათ, ნამდვილად არ მოველოდი, პრემიერ-მინისტრთან ჩვენი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, დღეს, ”ქართული ოცნების” ფრაქციის ასეთ უგნურ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს დიდი დანაკლისი იქნება ამ ფრაქციისთვის და მე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის რანგში გავაგრძელებ იმ ღირებულებებისა და ოცნებების ასრულებას, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში შევპირდი რეგიონის მოსახლეობას”–აცხადებს ფუტკარაძე

ეს არის უგუნური გადაწყვეტილება–ჯემალ ფუტკარაძე

banner
წინა სტატიაშიობამა: ამერიკელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „ჩვენ“ არის
შემდეგი სტატიაალფრედ კოხი სენსაციურ განცხადებას ავრცელებს