“ეს არის სირცხვილი რაც ხდება, ასე თუ გაგრძელდა მეც ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე,”-ზვიად სიჭინავა

ეს არის სირცხვილი რაც ხდება,”- ასე ეხმაურება ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი დაგეგმილი არჩევნების წინ არსებულ პროცესებს.

როგორც ზვიად სიჭინავა აცხადებს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია 26 საფეხბურთო კლუბის ერთიანი მოთხოვნა, ერთიდაიგივე ტექსტით, ერთსადაიმავე დროს ხმის მიცემის უფლების მიღებაზე. როგორც სიჭინვა ამბობს, კლუბების ნაწილმა ისიც არ იცოდა, რომ ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრია.

აქედან გამომდინარე სიჭინავა თვლის, რომ შესაძლოა პროცესების ამგვარი განვითარების გამო მან მომავალ არჩენვებში მონაწილეობა მიიღოს.

“14 რიცხვამდე ყველა კლუბმა ნორმალურად უნდა შემოიტანოს წერილები. ეს კლუბები რეგიონალური ფედერაციის წევრები არიან. ეს რაც ვნახე და რა ფორმებითაც იწერებიან ეს არის სირცხვილი, როცა კლუბი ხელს აწერს არტყამს ბეჭედს და არ იცის, რომ წევრია ფედერციის არის სირცხვილი. თუ ასე გაგრძელდა 7 რიცხვამდე არის დრო და 6 საათამდე მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას,”- აცხადებს სიჭინავა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ კბილაშვილი კახა ბენდუქიძის მეუღლის ნატალია ზოლოტოვას ინტერესებს დაიცავს
შემდეგი სტატიასაქართველო – შოტლანდიის მატჩის გამო ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა