“ეს არის პოლიტიკური დაკავებები,”- ზაზა ჭაია თანამოაზრეებზე საუბრობს

ირაკლი ფირცხალავას, ლევან ბეროძესა და კობა ნაკანის პროკურატურაში გადაყვანასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა სამართალდამცავთა ლიგაში.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მიმდინარე პროცესები წინასწარ დაგეგმილია და ის პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

“ეს არის პოლიტიკური დაკავებები, რომლების წინასწარ იყო დაგეგმილი,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისა “სამართალდამცავთა ლიგის” წევრმა ზაზა ჭაიამ.

სამართალდამცავთა ლიგა მომდევნო დღეებში საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს იწყებს
შემდეგი სტატიარა ვითარებაში წაიყვანეს ფირცხალავა დაკითხვაზე?