“ეს არის მტკნარი სიცრუე,”- ერეკლე კოდუას ადვოკატი ნუკრი ქანთარიას პასუხობს

ერეკლე კოდუას ადვოკატი გავრცლებულ ბრალდებებს, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დახმარებით მოხდა ე.წ. “კასრების საქმესთან” დაკავშირებული სკანდალური კადრების გავრცელება კატეგორიულად უარყოფს. ოთო კახიძე ამბობს, რომ ერეკლე კოდუა ინტერპოლით არის ძებნილი და ის შეხვედრა, რომელზეც საუბარი იყო ვერაფრით შედგებოდა.

“ნუკრი ქანთარიას მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს კადრები, რომელიც გავრცელდა და რომელსაც აჟიტირებულები ავრცელებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, თითქოს ერეკლე კოდუამ გადასცა უკრაინელ ოლიგარქ კოლომიუსკის, ეს არის მტკნარი სიცრუე, ერეკლე კოდუა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში იმყოფება და აქვს პოლიტიკური თავშესაფარი და იგი არ ტოვებს ამ ქვეყანას,”-აცხადებს ოთო კახიძე.

banner
წინა სტატიაში117-ე სკოლას “რუსთავი 2-ის” მხარდამჭერ აქციაზე მისვლას უკრძალავენ-მანდატურის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დატოვა