ეს არის მორიგი ჩიხი–პაატა ზაქარეიშვილი

"არანაირი მოლაპარაკება, ეს გამორიცხულია"- პაატა ზაქარეიშვილმა.ოჩამჩირიდან ენგურამდე რკინიგზის აღდგენის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა შეირგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. მინისტრი ფიქრობს, რომ რუსეთის მიზანია პროვოკაციაზე წამოაგოს ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი. ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღდგენის გარეშე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას აზრი არ აქვს. მინისტრი ამბობს, რომ ამაზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
,,ეს არის მორიგი ჩიხი. მე ვერ ვხედავ, რატომ უნდა გააგრძელონ თუ არა ერთი მიზეზი, რასაც ხშირად აკეთებენ ხოლმე, რომ პროვოკაციაზე წამოაგონ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი. გრძელდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ათვისება. ეს ყველაზე არარენტაბელური ჩანს – მას არ ექნება არანაირი გამოსავალი თუ არ აღდგა მთლიანად გამჭოლი რკინიგზა საქართველოს ტერიტორიაზე და ამაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა

„როგორც ჩანს, საოკუპაციო ძალებს სურთ, დაასრულონ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზი, რომელიც ოჩამჩირემდეა. ანუ მოდის ადლერიდან ოჩამჩირემდე, თუმცა, ოჩამჩირე სოხუმის მონაკვეთზე, პრაქტკულად, არ მოქმედებს, იმიტომ, რომ არც მგზავრები, არც ტვირთი არ მოძრაობს და, პრაქტიკულად, ეს არის მკვდარი მანძილი. არარენტაბელურად ჩანს, რატომ უნდა აგრძლებდნენ გალამდე, როცა გალში ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მე ვერ ვხედავ რატომ უნდა გააგრძლეონ, თუ არა ერთი მიზეზი – რასაც ხშირად აკეთებენ ხოლმე – პროვოკაციაზე წამოაგონ ქართული საზოგადოების ნაწილი, რომ ამაში ჩაითვალოს რაღაც განსაკუთრებული საფრთხე“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერლ დიმიტრი ბულგაკოვის ინფორმაციით, ოკუპირეული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთი რკინიგზის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს ოჩამჩირის მონაკვეთის აღდგენა ენგურის ხიდამდე. ადგილზე 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა და სამხედროები მუშაოებენ. მისივე თქმით, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და მას ჰუმანიტარული მიზნები აქვს.

banner
წინა სტატიაშიმზადება ომისთვის ან შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის
შემდეგი სტატიათუშეთში სტიქიის შედეგად ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს