ესტონეთში ამერიკული ტანკები და საზღვაო დესანტი ჩავიდა

ესტონური სააგენტოების ცნობით, დღეს დილით რკინიგზით ლატვიის გავლით ესტონეთში ამერიკული ტანკების ,,აბრამსების,, ერთი ოცეული და საზღვაო დესანტების რამდენიმე ოცეული ჩავიდა. ამერიკული სარდლობის განცხადებით, სამხედროების და ტექნიკის ჩასვლა მოხდა ნატოს  ,,ატლანტიკური უსაფრთხოების,, ოპერაციის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთში ამ დრომდე იმყოფებოდა ამერიკული კავალერიის ნაწილები.

ესტონეთი, აშშ-ს სამხედროებთან ერთად, მიმდინარე წლის 4-დან 15 მაისის ჩათვლით, აპირებს გამართოს თავის  ისტორიაში უდიდესი სახედრო წვრთნები, რომელშიჩ 13 000 -ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ უგულავას ბრალი დაუმძიმა
შემდეგი სტატია15 წელი მსაჯის მკვლელობისთვის