ესპანეთში დიდთოვლობაა

ესპანეთში ძლიერი თოვლი და ყინვებია. ამ დროისთვის გადაუღებლად თოვს ბარსელონაში და ბალეარის კუნძულებზე.

ქვეყნის სამხრეთში ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დაეცა, რაც ამ რეგიონისთვის უჩვეულოა. თოვლის საფარის სიმაღლე ზოგ რაიონში ნახევარ მეტრს აჭარბებს.

ჩაიკეტა ავტომაგისტრალები და შეფერხებით მუშაობს რკინიგზაც.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დიდთოვლობა რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძე: ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებული ვიქნები ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი რუსეთის დაპყრობის გეგმაზე საუბრობს