ესპანეთის პროკურატურა პუტინის ხელისუფლებას მაფიასთან კავშირში ადანაშაულებს

ესპანეთში, მადრიდელ პროკურორთა ჯგუფმა პეტიციით მიმართა ესპანეთის ცენტრალურ სასამართლოს, სადაც რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები ესპანეთში მოქმედ რუსულ მაფიასთან კავშირში დაადანაშაულა.

პეტიციაში ნახსენები არიან კონკრეტული პირები, პუტინის გარემოცვისა და რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც ესპანეთში  მოქმედება 1996 წლიდან დაიწყეს და ისეთ დანაშაულებებს სჩადიოდნენ, როგორიცაა: ფულის გათეთრება, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობა, მკვლელობები, ყაჩაღობები, თაღლითობა და გამოძალვა.

,,ბლუმბერგის,, (Bloomberg) ცნობით, ზემოთხსენებულ დანაშაულების ორგანიზებაში და ჩამდენთა მფარველობაში, ესპანელი პროკურორების განცხადებით ეჭვმიტანილები არიან პუტინის გარემოცვიდან:  ,,გაზპრომის,, ხელმძღვანელები ალექსეი მილერი და ვიქტორ ზუბკოვი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტირკინი, თავდაცვის ექს-მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, რუსეთის პრემიერის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, რუსეთის დუმის ფინანსური ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადისლავ რეზნიკი და სხვები.

პროკურორებს გააჩნიათ აუდიოჩანწერი, სადაც მაფიის წევრები პუტისათვის ესპანეთში, ტორევიეხეში ნაყიდ სახლზეც საუბრობენ…

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთში რუსული მაფიის ლიდერი გენადი პეტროვი, რომელიც ეპანეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერობასთან ერთად რუსეთში საკუთარი კლანის წევრებისათვის მაღალი თანამდებობების  შერჩევით იყო დაკავებული, 2008 წელს ესპანელი სამართალდამცავების მიერ იქნა დაკავებული, თუმცა სასამართლომ ის სამშობლოში წასასვლელად და ოჯახის მოსანახულებლად დროებით გაუშვა, საიდანაც უკან არ დაბრუნებულა… ესპანეთის მოთხოვნას კი, პეტროვის ექსტრადაციაზე, რუსეთმა უარყოფითი პასუხი გასცა.

ესპანური სასამართლოს საკმარისად მიაჩნია პროკურორთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ზემოაღნიშნული პირების გასასამართლებლად, თუმცა ესპანური კანონმდებლობა დამნაშავის დაუსწრებლად გასამართლებას კრძალავს, რის გამოც სასამართლოს დაწყება ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშიფოთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაკვიტაშვილი უკრაინის მინისტრობიდან მიდის