ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში გადარიცხვების შეუფერხებლად განხორციელებისათვის მზადაა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც

ეროვნული ბანკი ფინანსთა მინისტრის თხოვნას ეხმაურება და მზადყოფნას გამოთქვამს საბანკო გადარიცხვები არ შეაფერხოს.

როგორც ქადაგიძის უწყებაში აღნიშნავენ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში საბანკო გადარიცხვები არ შეფერხდეს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად შესრულდება ყველა გადარიცხვა. ამისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი და საბანკო სექტორი სრულ მზადყოფნაშია“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში .

banner
წინა სტატიაშიმეგობრები და ახლობლები სტიქიის შედეგად გაუჩინარებულ სერგო კაპანაძეს ეძებენ
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საგანგებო პუნქტი გახსნა