ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე პარლამენტში განხილვები იწყება

ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხზე მსჯელობას პარლამენტი იწყებს.

დღეს ამ საკითხს დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე განიხილავენ.

ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის გარდა საკანონმდებლო პაკეტით ასევე იზღუდება პრეზიდენტის უფლებები, ის ვერ შეძლებს ზედამხედველობის საბჭოს წევრების შერჩევას.

“ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახური არსად არ მიდის და მის კონტროლქვემდებარეა. ასე ბევრ სხვა ქვეყანაშიც. არის რაღაც შენიშვნები კანონთან, მაგრამ გავითვალისწინებთ,” – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე

კანონპროექტის ავტორი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ახალი კანონი ეროვნულ ბანკს გააძლიერებს.

“ეროვნული ბაკის ფუნქციის გაძლიერებაა მთავარი და საზოგადოების ნდობა უნდა გაიზარდოს ეროვნული ბანკისადმი,” – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

საპარლამენტო უმცირესობაში კი ამბობენ, რომ კანონის პროექტს მხარს არ დაუჭერენ

“ეს კანონპროექტი ანგრევეს საფინანსო სისტემას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა რათა დაიქვემდებაროს საბანკო სისტემა. ამას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ეს კანონი არ უნდა გავიდეს,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიობამა: საფრანგეთს უკვე აღარ ვჯაშუშობთ
შემდეგი სტატიაივან ურგანტმა და ნატალია კიკნაძემ ჯვარი დაიწერეს