ერთი ღერი სიგარეტის გადაგდების გამო მოქალაქე ჯარიმდება?

სიგარეტის გადაგდების გამო მოქალაქე ჯარიმდება?

სიგარეტის გადაგდების გამო მოქალაქე ჯარიმდება?გარემოს დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება და იზრდება საჯარიმო თანხაც. ერთი ღერი სიგარეტის გადაგების გამო შესაძლოა მოქალაქე 120 ლარით დაჯარიმდეს.

კონტროლს მოქალაქეებზე საპატრულო პოლიცია მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს.

ფეხით მოსიარულეების მსგავსად, სანქციები შეეხებათ ავტომობილებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და მასში მსხდომ პირებსაც.

კანონის მიხედვით, თუ კერძო ავტომობილიდან მძღოლი ან რომელიმე მგზავრი ქუჩაში ნაგავს გადააგდებს, ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება, სამარშრუტო ტაქსის შემთხვევაში კი ის პირი, რომელმაც გარემო დააბინძურა.

სანქციები მკაცრდება სხვა სახის ნაგვის გადაყრაზეც, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ პირის მიერ გადაგდებული ნაგავი 2 კილოგრამს აღემატება, იზრდება საჯარიმო თანხაც.

banner
წინა სტატიაშიგალში მომხდარი შეტაკებისას 2 სამართალდამცავი და 3 კრიმინალი დაიღუპა
შემდეგი სტატიათეთრი სახლი პარიზის მარშში არ მონაწილეობას შეცდომად მიიჩნევს