,,ერთი კვირის წინ ვიცოდი დაახლოებით, რომ ხალვაშის სასარგებლოდ მიდის სასამართლო”

საპარლამენტო ფრაქცია

უმრავლესობის წევრი, „მრეწველთა“ ლიდერი გოგი თოფაძე რუსთავი2-თან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას აფასებს.
მისი თქმით, მან დაახლოებით ერთი კვირის იცოდა, რომ ხალვაშის სასარგებლოდ მიდის სასამართლო.

ამის შესახებ თოფაძემ „PrimeTimeNews”-თან საუბარში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანალი გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საკუთრების აღდგენის საკითხი ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყდა.

„ნამდვილად არ ვარ იურისტი, მაგრამ მე ერთი კვირის წინ ვიცოდი დაახლოებით, რომ ხალვაშის სასარგებლოდ მიდის სასამართლო. არ ვიყავი თბილისში და მაინცდამაინც დაინტერესება არ მქონდა, მაგრამ მე ისიც ვიცოდი, რომ ქიბარ ხალვაში ძალიან ნიჭიერი ბიზნესმენია და რადგან შეიტანა სარჩელი, ალბათ იურისტებთანაც გაიარა კონსულტაცია“,-განაცხადა თოფაძემ.

banner
წინა სტატიაში,, ხშირ შემთხვევაში ადამიანები სხვა კატეგორიით ფასდებიან, ვიდრე ეს “პადოშას” წარმოუდგენია”
შემდეგი სტატიაბავშვის გარდაცვალებაზე ექიმი განმარტებას აკეთებს