ერთი თვის წინ დაკარგული ილია ნიჟარაძე, მტკვარში დამხრჩვალი იპოვეს

დღეს თბილისში მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს…

მაშველების მიერ ამოტანილი გვამი ერთი თვის წინ, 12 თებერვალს გაუჩინარებული 19 წლის ილია ნიჟარაძის სხეული აღმოჩნდა…

პროკურატურას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმე აქვს აღძრული.

ილია ნიჟარაძე  თბილისში ცხოვრობდა, თუმცა ის  წარმოშობით სენაკელია… ის საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო და მას ტყუპისცალი ძმა ყავს… ძმები იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ მეორე ძმის დანახვის შემდეგ უცნობი ადამიანები მითითებულ ტელეფონებზე და პოლიციაში შეცდომით რეკავდნენ, რომ ილია აღმოაჩინეს…

ოჯახის წევრების მიერ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ილია ნიჟარაძეს არანაირი დეპრესია და პრობლემები არ ჰქონია… არც ცუდ წრეში ყოფილა არასდროს გარეული… ის 12 თებერვალს მხიარულ განწყობაზე გავიდა საკუთარი სახლიდან და უკანასკნელად საღამოს საათებში დარეკა ოჯახის წევრებთან  და უთხრა, რომ სახლში მოდიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ილია ნიჟარაძე სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მისაბიშვილის შვილიშვილზე მარიამ კუჭავაზე იყო შეყვარებული…

რა გახდა ილია ნიჟარაძის თვითმკვლელობის მიზეზი… ან იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა… ამ კითხვებზე ექსპერტიზა და გამოძიება უახლოეს ხანში გეგმავს პასუხის გაცემას.

 

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: მე მინდა ვუთხრა “ნაცმოძრაობას” მშვიდობით!
შემდეგი სტატიაკოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძის დღევანდელი განცხადებები მოსამართლეების შეცვლას არ გულისხმობს