ერთი დოლარი 2.3206 ლარი გახდა

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3206 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3206 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3231 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5754 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5949 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0195 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშივიდეო:გია სურამელაშვილის ცეკვა ქობულეთის ბუნგალოში
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკომ არსენ იაცენიუკს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა შესთავაზა