ერთი დოლარი 2.2798 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2798 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2798 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2716 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5023 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4888 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0135 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიტბაში სოფელ მაჩხვარეთში მცხოვრებ ახალგაზრდას ეძებენ
შემდეგი სტატიასპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია