ერთი დოლარი 2.2468 ლარი გახდა

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2468 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2468 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2461 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4787 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4752 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიიოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას წლის ბოლომდე ვარაუდობს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის მეთაურთან და დავით ბალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა