ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2432 ლარია

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2432 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 9 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2432 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2490 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 9 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4390 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4422 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ტრანსპორტის ორგანიზაციის წარმომადგენლები სააღდგომო პრემიების არასწორ გადანაწილებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანიას საფრანგეთში დაურეკა