ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2275 ლარია

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2275 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 31 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.2275 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2242 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0033 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 31 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.4139 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4077 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი: ეს არის მართლა სიბინძურე ადვოკატთან მიმართებით
შემდეგი სტატია“დადგა დრო, რომ “თრიალეთმა” და პირადად მისმა მფლობელმა პრემიერთან დაპირებული ბოდიში მოიხადონ”