ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2230 ლარი გახდა

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2230 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 20 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.22 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.20 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0225 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს შეძენა 20 მარტიდან 2.3768 ლარად იქნება შესაძლებელი, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.3380 ლარი იყო.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0388 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშივიცე-პრემიერი კახა კალაძე არმაზ ახვლედიანის მიერ პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას “ღირსეულ გადაწყვეტილებად” აფასებს
შემდეგი სტატიააშშ კიევს ომისკენ უბიძგებს – აცხადებს ლავროვი