ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3987 ლარია

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3987 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3987 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბერს დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.3980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, ერთი ევროს შეძენა 2.6441 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6414 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაში“საუბარია თავდაცვაზე”- მიხეილ მაჭავარიანი სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა ხვალ 11:30 საათზე გაგრძელდება