“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

• გვინდა მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას
• დღეს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა კიდევ რამდენიმე პუნქტით
• ეს პროცესი სამწუხაროდ არის შეუქცევადი ამ მთავრობის, ღარიბაშვილის და ხადურის პირობებში
• ხალხის გაღარიბება გაგრძელდება ვიდრე არ დასრულდება ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა
• საქართველო, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ მას ჰყავდეს მის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა
• ჯერ კიდევ არის დრო, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიიღონ გადაწყვეტილება, არ მიაყენონ შეურაცხყოფა საზოგადოებას და არ დაუშვან ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ შექმნილი კრიზისის გაღრმავება
• ლარის ვარდნის მიზეზი არ ყოფილა არც გარემოს დაცვის მინისტრი და არც სპორტის მინისტრი
• შეეშვით ხალხის დაცინვას!
• ლარის დღევანდელ მდგომარეობაზე, ხალხის გაღარიბებაზე პასუხისმგებელია პირადად ივანიშვილი და ეს იცის ყველამ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში
• ყველას უნდა ესმოდეს რომ ლარის ასეთმა ვარდნამ გარდაუვალი გახადა ელ ენერგიასა და გაზზე ტარიფების ზრდა, რაც გაზრდის ფასებს პროდუქტებზე და კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენ თანამოქალაქეებს
• თუ უმრავლესობა და საქართველოს პრეზიდენტი კვლავ შემოიტანენ პარლამენტში განსახილველად ღარიბაშვილის, ხადურის და სხვა მოქმედი მინისტრების კანდიდატურებს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გახდება მთავარი პასუხისმგებელი ლარის შემდგომ ვარდნაზე და ხალხის გაღარიბებაზე
• ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის სრულიად განახლებული მთავრობის წარმოდგენა, რომელიც აღარ დაემორჩილება ივანიშვილის ბრძანებებს და სასწრაფოდ დაიწყებს ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას

banner
წინა სტატიაშისოხუმი, კიროვის ქუჩა (ფოტოალბომი)
შემდეგი სტატიასენაკის საკრებულოში გამგებლის ინპიჩმენტის საკითხი დგას – აცხადებს დეპუტატი ქარდავა