„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებარუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადება კიდევ ერთი უზარმაზარი ზიანია საქართველოს ინტერესებისათვის. ნატო ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის  უმნიშვნელოვანესია და შესაბამისად, ის არა უბრალოდ მიზანია, არამედ საშუალებაა იმისა, რომ თითოეულ ოჯახს ჰქონდეს კეთილდღეობა და განვითარება. იმის თქმა რუსეთისათვის, რომ საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად არაფერს აკეთებს, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების ზიანი და ეს მხოლოდ წაახალისებს რუსეთის კიდევ უფრო აგრესიულ ქმედებებს საქართველოში.

კიდევ ერთი პრობლემა, ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებს. მისი განცხადებები შევარდნაძის პერიოდის კლასიკური ფორმულაა, როდესაც ის კონფლიქტის მოგვარების გასაღებს მთლიანად აბარებს მოსკოვს და იმის სანაცვლოდ, რომ დღევანდელმა მთავრობამ გამოიყენოს შექმნილი საერთაშორისო კონტექსტი, ამის სანაცვლოდ, კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის საქართველოს ბედს რუსეთზე. საერთაშორისო კონტექსტი დღეს საშუალებას გვაძლევს, რომ საერთაშორისო ზეწოლით, დასუსტებული რუსეთის ფონზე, დასავლეთი მას აიძულებს უკან დააბრუნოს ყირიმი და აღადგინოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ამავე კონტექსტში მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა–ნათქვამია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებში

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება
შემდეგი სტატიახელისუფლებამ ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში სკოლაში ვერანაირი რეფორმა ვერ განახორციელა