„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

ხელისუფლებამ ბილეთები უნდა დააბრუნოს–ნიკა მელია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის მოთხოვნა – თბილისის მერის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნები დანიშვნის შესახებ მოთხოვნა გააჟღერა,
„ დღეს თითოეული თბილისელის წარმოდგენაში დედაქალაქის მერი, მერიის სამსახურები და გამგეობები მხოლოდ გადათხრილ ქუჩებთან, მიტოვებულ და შეჩერებულ პროექტებთან, კორუფციასთან და ასე შემდეგ ასოცირდებიან. ვერცერთმა მოქალაქემ ამ 15 თვის განმავლობაში ვერ იგრძნო ამ უწყების ფუნქცია. მერიის თანამშრომლები თავქუდმოგლეჯილები გარბიან ან იძულებით ატოვებინებენ თანამდებობს. და ეს ის პირები არიან, რომლებმაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 9 მილიონი ლარი არაფრის კეთებაში, პრემიის სახით მიიღეს, ათეულობით მილიონი კი საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების კომპანიებს ჩაურიცხეს.
ამ ფონზე მერი ნარმანია საჭიროდ არ თვლის და მეტიც, ვერ არის აღჭურვილი საკმარისი ავტორიტეტით, რომ თავის ამომრჩეველს აუხსნას რა ხდება. რატომ შეიქმნა კრიზიზსი ყველა მიმართულებით.
ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი დარჩა – ჩვენ ვითხოვთ თბილიში მერის ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. რაც მოსახლეობას საშუალებას აირჩიონ ის მერი, რომელიც ქალაქს და თბილისელებს მოემსახურება. ამით თავად ნარმანიაც იგრძნობს უდიდეს შვებას და დედაქალაქიც განვითარების გზას დაადგება.
დღეიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელ თბილისის არჩევნებს ითხოვს.“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში„ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება“
შემდეგი სტატიავაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ ეს და მსგავსი ფაქტები სასწრაფოდ გამოძიოს