ერთადერთი, რაც მოახდინა მთავრობამ, თითოეულ ოჯახში შეიტანა გაუარესება-დავით ბაქრაძე

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, რუსთავი2-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ ქვეყანაში შემქნილ ეკონომიკურ ვითარებას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აფასებს და ამბობს, რომ “დღეს ქვეყანა კანცელარიაში შენახულ ქაღალდებზე ვითარდება, რეალურად კი ხელისუფლება პრობლემას არ იმჩნევს და თავისქებით არის დაკავებული”.
„ეს არის უკვე ღრმა ეკონომიკური კრიზისი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ და საქართველოს ექსპორტის შემცირების მაჩვენებელის კონკრეტული ციფრები მოიყვანა.
” ჩვენ რომ დღეს ნორმალური მთავრობა გვყავდეს, ქვეყანა რომ კარგ ფორმაში იყოს, ძალიან ბევრი ინვესტორისთვის, რომელიც რუსეთიდან და უკრაინიდან მიდის, მაგრამ უნდა რეგიონში დარჩენა, საქართველო მიმზიდველი წერტილი იქნებოდა. ნორმალური მთავრობის პირობებში, რეგიონულ პრობლემებს ჩვენ პირიქით გამოვიყენებდით – ქვეყნის გაძლიერებისთვის, რაც დღეს იმის გამო არ ხდება, რომ საქართველოს ჰყავს უუნარო ხელისუფლება, რომელიც ვერაფერს სთავაზობს ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც უცხოელ ინვესტორებს, გარდა ქაღალდზე დაწერილი გაყალბებული ციფრებისა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ გადაცემა “არჩევანში”. მისივე თქმით “ერთადერთი, რაც მოახდინა მთავრობამ, თითოეულ ოჯახში შეიტანა გაუარესება. კრიზისი გაგრძელდება, რადგან მთავრობა უპასუხისმგებლოა, რომელიც ცდილობს პრობლემებს დაემალოს. ვერ აჩერებენ ლარს, ვერ აჩერებენ, პასუხისმგებლობა მაინც აიღონ და უთხრან ადამიანებს, სადამდე შეიძლება დაეცეს ეროვნული ვალუტა. ეკონომიკურ კირიზისს მთავრობა საერთოდ არ იმჩნევს,” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

“ჩვენ ვითხოვდით ერთიანი მთავრობის გადადგომას და ვხედავთ, რომ მინისტრები ნაწილ-ნაწილ იპარებიან,” – ასე შეაფასა დავით ბაქრაძემ გადაცემა „არჩევანში“ მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები და თქვა, რომ “საზოგადოებაში უპატრონობის განცდაა. საზოგადოება ვეღარ ხედავს, საით მიდის ქვეყანა”.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3087 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“დეფაქტო პრემიერს მოვუწოდებ გადადგეს”–ირაკლი ალასანია