ერევენი: დემონსტრანტებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვეს

ერევენი: დემონსტრანტებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვეს

ერევენი: დემონსტრანტებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვესელექტრონერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით ერევანში მიმდინარე დემონსტრაციის მონაწილეებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციის საკოორდინაციო ჯგუფმა განაცხადა, რომ უარს ამბობს პრეზიდენტ სარგსიანთან შეხვედრაზე და ხელისუფლებას სთავაზობს სატელევიზიო ეთერში გამოვიდნენ და გამოაცხადონ გაზრდილი ტარიფის შეცვლის შესახებ.

დემონსტრაციას სომეხი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოღვაწეებიც შეუერთდნენ და ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ დემონსტრანტებს და პოლიციელებს შორის.
დემონსტრაციაზე მოვიდნენ სომხეთის პარლამენტის ყოფილი და მოქმედი დეპუტატები, განათლების მინისტრი აშოტიანი, თოჯინების თეატრის დირექტორი ბაბაიანი, მსახიობი ოვანეს აზოიანი, სხვა მსახიობები და საზოგადო მოღვაწეები.

«თავისუფალი დემოკრატების» პარტიის წევრის ხაატურ კოკობელიანის თქმით, ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეების მიზანია დემონსტრანტების პოლიციელებისგნ დაცვა.
ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ აქცია 19 ივნისიდან მიმდინარეობს.
აქციის ზოგიერთი მონაწილე დემონსტრაციას «ელექტრომეიდანს» უწოდებს.
გუშინ რუსეთის პერზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დიდი ყურადღებით აკვირდება აქციას და ერევნის მოვლენებს.
23 ივნისს დილით ადრე პოლიციელებმა აქციის დაშლა მოინდომეს და 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ბიბისის კორესპონდენტის თქმით პოლიციამ უადგილოდ გამოიყენა ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად.
აქციის მონაწილეებმა ნაგვის ყუთებისგან ბარიკადები დადგეს. ისინი ამბობენ, რომ ამას პოლიციელების შესაძლო თავდასხმისგან დასაცავად აკეთებენ.
დემონსტრაციის ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეები ბევრჯერ გააფრთხილეს, რომ არაფერი ესროლონ პოლიციელებს და პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ.
მათ ასევე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ მონაწილეებს შორის არიან პროვოკატორები.
გასულ კვირას საპროტესტო აქციები სომხეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
საზოგადოებრივი მომსახურების სახელმწიფო კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის 1 აგვისტოდან გაზრდის შესახებ 17 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება. ტარიფი 0.0015 დოლარიდან 0,1 დოლარამდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიWikiLeaks: აშშ საფრანგეთის პრეზიდენტებს უთვალთვალებდა
შემდეგი სტატიათბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს