ერევანში 5 ათასკაციანი მიტინგი მიმდინარეობს

ერევენში მანიფასტანტების წინააღმდეგ შტურმი იგეგმება

სომხეთის დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც 5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.
სამართალდამცველების განცხადებით, მომიტინგეთა წინააღმდეგ ამ ეტაპზე რაიმე სახის ღონისძიებების გამოყენება არ იგეგმება, რადგან საპროტესტო აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს. თუმცა, ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, მიტინგი უკანონოა, რადგან ორგანიზატორებს მისი გამართვის დამადასტურებელი მერიის სათანადო ნებართვა არ გააჩნიათ.
ამავდროულად პოლიციაში განაცხადეს, რომ დღევანდელი მიტინგი ყველაზე მრავალრიცხოვანია წინა დღეებთან შედარებით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თურქ კოლეგას, ისმეთ ილმაზს შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ-ს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა დაადასტურა