ერევანში აქციის ორგანიზატორებმა ბრძოლის ფორმატის გაფართოვება დაანონსეს

ერევენში მანიფასტანტების წინააღმდეგ შტურმი იგეგმება

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბრძოლის ფორმატის გაფართოვება დაანონსეს. აქციის ერთ-ერთი ორგანზატორის არტურ კოჩარიანის განცხადებით, ქუჩის აქცია იურიდიულ და ეკონომიკურ ჯგუფებს ქმნის და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.

აგრეთვე აქციის ორგანიზატორთა კომიტეტი 23-ი ივნისის დემონტარაციის დაშლაში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსნების დასჯასაც მოითხოვს. მჯდომარე აქციის პარალელრუად, ბაგრამიანის მოედნიდან საიათ-ნოვას და აბოვიანის ქუჩების მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები თანამოქალაქეებს აქციაზე შემოერთებისაკენ მოუწოდებდნენ.

ერევნის ცენტრი კვლავ გადაკეტილია, დღეს დილით პოლიციამ მომიტინგეებს ნაგვის ყუთების ბარიკადების გატანა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. შსს-ს წარმომადგენელი აქციის მონაწილეებმა სტვენით და შეძახილებით გააცილეს ბაგრამიანის მოედნიდან.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო მეთევზეებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიასაბერძნეთში მცხოვრები ქართველები უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობენ