ერდოღანი რუსეთს ურჩევს თურქეთი არ გადაიმტეროს

ერდოღანი რუსეთს ურჩევს თურქეთი არ გადაიმტეროს

erdoganთურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ის ბევრს დაკარგავს, თუკი ანკარასთან მეგობრობაზე უარს იტყვის. მისი თქმით, თურქეთი არ მოითმენს საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევას.
“ჩვენი კეთილი ურთიერთობა რუსეთთან საქვეყნოდ ცნობილია, მაგრამ თუკი რუსეთი თურქეთის სახით მეგობარს დაკარგავს, რომელთანაც ის ბევრ საკითხზე თანამშრომლობს, ის ბევრს დაკარგავს, და მან ამის შესახებ უნდა იცოდეს – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
“თურქეთზე თავდასხმა ნატოზე თანდასხმას ნიშნავს” – აღნიშნა ერდორანმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმაც თქვა, რომ თურქეთის ავიაციას მორიგ დარღვევაზე რეაქცია ექნება და საბრძოლო ავიაციას გამოიყენებს იმის მიუხედავად, ვინ იქნება დამრღვევი.
“ჩიტიც რომ გადმოფრინდეს ჩვენს საზღვარზე, ის დაკავეებული იქნება” – განაცხადა დავითოღლუმ.
თეთრმა სახლმა რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას პროვოკაცია უწოდა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების სამინისტრო აუდიტის სამსახურის დასკვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 7 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება