ერაყში ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ტერორისტულ დაჯგუფებაში ისლამური სახელმწიფოს “მეორე კაცის” ფადხილ აჰმად ჰაიალის (რომელიც ცნობილია როგორც ჰაჯი მუთაზი) სიკვდილის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია.
თეთრი სახლის თქმით, ჰაჯი მუთაზი სამშაბათს ერაყის ქალაქ მოსულში ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა საკუთარი ავტომობილით გადაადგილებისას.

ითვლება, რომ ის დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი იყო, რომელიც ექსტრემისტებს 2014 წელს, მოსულზე თავდასხმისას ხელმძღვანელობდა.
დაჯგუფებაში ჰაიალი იარაღით მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი ერაყსა და სირიაში – ნათქვამია აშშ-ს უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჰაიალი მთავარ როლს ასრულებდა ოპერაციების დაგეგმვაში და ლიდერის აბუ ბაქარ ბაგდადის მთავარ მრჩევლად ითვლებოდა, რომელიც მარტში განხორციელებული ავიადარტყმის შემდეგ მძიმედ არის დაჭრილი.

ჰაიალის სიკვდილი ისლამისტების დაჯგუფებაზე დიდ გავლენას იქონიებს იმის გათვალისწინებით, რომ ის წარმართავდა დაჯგუფებას ფინანსურად, მედია საშუალებებში, ოპერაციებს გეგმავდა, ანხორციელებდა ლოჯისტიკას.
მოსულზე განხორციელებული ავია დარტყმის შედეგად კიდევ ერთი ლიდერი აბუ აბდალა დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისროლა ამსტერდამ-პარიზის მატარებელში
შემდეგი სტატიაშსს-მ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა