ერაყში აბუ იბრაჰიმ აშ-შიშანი მოკლეს… რომელიც თარხან ბათირაშვილი არაა

ერაყში, სალაჰ-ედ-დინის პროვინციაში ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული სპეც-ოპრეაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა ,,ისლამური სახელმწიფოს,,  ჩეჩნური წარმოშობის აბუ იბრაჰიმ აშ-შიშანად წოდებული სამხედრო მეთაური, აცხადებს ირანული ტელეარხი ,,Press-TV,,

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა  მედიასაშუალებამ, ჩათვალა რომ მოკლული ქართული წარმოშობის თარხან ბათირაშვილია… თუმცა დაღუპულ საველე მეთაურის მეტსახელია აბუ იბრაჰიმ აშ-შიშანი და არა აბუ ომარ ალ-შიშანი, რაც თარხან ბათირაშვილის მეტსახელია… სიტყვა ,,შიშანი,, ითარგმნება როგორც ჩეჩენი…  გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ჩეჩენი ეროვნების მეომარი იბრძვის ,,ისლამური სახელმწიფოს,, რიგებში,  ბევრი საველე მეთაურის მეტსახელში გვხდება ,,აშ-შიშანი,, და ,,ალ-შიშანი,,

ირანული ტელეარხის ინფორმაციით, ისლამისტების მოკლული მეთაური, პასუხისმგებელი იყო ერთი თვის წინ, ბაღდადიდან 180 კილომეტრით მდებარე ბეიჯის უმსხვილესი ნაბთობგადამამუშავებელ ქარხნის თავდასხმაზე.

 

banner
წინა სტატიაში“ქვეყანას მართავს ერთი ძალიან მდიდარი, საკუთარ თავზე არაადეკვატურად შეყვარებული ივანიშვილი” – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატია558 ადამიანის გიჟური ნახტომი 414 მეტრიდან (VIDEO)