ერაყის პრემიერი რუსეთს საკუთარ ქვეყანაში საბრძოლველად ეპატიჟება

ერაყის პრემიერი ჰაიდარ ალ-აბადი ირანს და რუსეთს ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად დახმარებას სთხოვს.
“ჩვენ აშშ-დან მნიშვნელოვან დახმარებას არ ველოდებით ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ფარგლებში” – ამბობს პრემიერი და ამატებს: “ჩვენ ფართო კოალიცია გვინდა რუსეთის და ირანის მონაწილეობით”.

ირანის პრემიერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ მისი ქვეყანა სირიაში ტერორისტებს ეომება. “მე მისი მჯერა” – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა და მზადყოფნა გამოთქვა რუსეთთან თანამშრომლობაზე, თუკი ისინი მის ქვეყანაშიც იომებენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.
საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის განიხილავს ბაღდადის წინადადებას, თუკი ისინი ოფიციალურად მიიღებენ შეთავაზებას.

რუსეთმა სირიაში 30 სექტემბერს დაიწყო საჰაერო ოპერაციები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის არჩევნებში გეგა გობეჯიშვილი
შემდეგი სტატია“არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ და ხმას რეზის მივცემ”