“ენერგო-პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობს

განუკითხაობა ,,ენერგოპროს,, მხრიდან გრძელდება

დუშეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

განცხადება ამის შესახებ “ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთანდილ დვალიშვილმა, გააკეთა.

მისი თქმით, გათიშული იყო 2 სოფელი და დაბა ფასანაური.

დვალიშვილმა განაცხადა, რომ გათიშვები იყო იმერეთის რაიონში, ლენტეხსა და ცაგერში. თუმცა, დენის მიწოდება ყველგან აღდგენილია.

როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე ნინოწმინდის მცირე ნაწილია დარჩენილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის პოლიციის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატიადიდთოვლობით გამოწვეული ვითარების დარეგულირებაში ყველა შესაბამისი სამინისტრო ჩაერთო