ემზარ კვიციანს სავარაუდოდ 28 იანვარს გაათავისუფლებენ

emzar-kviciani

ემზარ კვიციანის ადვოკატის, რევაზ კახნიაურის განცხადებით, მას  სავარაუდოდ, 28 იანვარს გაათავისუფლებენ.

საქართველოს მთავრმა პროკურატურამ, კვიციანთან უკვე გააფორმა საპროცესო გარიგება, თუმცა ამის მიუხედავად რევაზ კახნიაური იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი უწყება პოზიციას აღარ შეცვლის.

„ჩვენ ვთანხმდებით , რომ  სასჯელის ნაწილში 11 თვიან სასჯელს ვჯერდებით და აღნიშნულ სასჯელზე მოვაწერეთ ხელი. ბრალის ნაწილში, ჩვენ თავს მოგეხსენებათ უდანაშაულოდ ვცნობთ, და დანარჩენი დაველოდოთ 28-ს. მართალია ვადასტურებთ, რომ ხელმოწერილი იქნა საბუთი, შეთანხმება, მაგრამ იმედი გვაქვს რომ პროკურატურა თავის პოზიციას აღარ შეცვლის, იმიტომ რომ ეს იქნება უბრალოდ თამაში,“- განაცხადა ემზარ კვიციანის ადვოკატმა, რევაზ კახნიაურმა.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭომ რუსული საპარლამენო დელეგაციის უფლებამოსილება არ სცნო
შემდეგი სტატია”ის არის ძალიან რბილი, კეთილშობილი და მამაცი ადამიანი”-თავისუფალი დემოკრატები შსს- ახალ მინისტრზე