ელტონ ჯონმა აშშ-ს შიდცთან ბრძოლისკენ მოუწოდა

o8bhkბრიტანელმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა თქვა, რომ შიდსის დამარცხებას შესაძლოა თავის სიცოცხლეშიც მოესწროს, თუკი აშშ ვირუსთან ბრძოლის დაფინანსებას გააგრძელებს.
„შიდსის ეპიდემია არ დასრულებულა და ამერიკის ლიდერობა აქ უკიდურესად მნიშვნელოვანია“ – განაცხადა მუსიკოსმა აშშ-ს სენატში გამოსვლისას.
ელტონ ჯონის სიტყვებით, ამერიკის სენატი უძლიერესი საკანონმდებლო ორგანოა მსოფლიოში და მის ხელშია შიდსის ეპიდემიის დასრულების შესაძლებლობაც.
ბიბისისთან ინტერვიუში მუსიკოსმა განაცხადა, რომ შიდსის წინააღმდეგ ბრძოლას აშშ-ს ბიუჯეტის 1% სჭირდება.
შიდსთან ბრძოლის პროგრამა აშშ-ში 2003 წლიდან არის დაწყებული და ბარაკ ობამას დროს გაძლიერებული.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველა ტურნირი გააჩერა ქვეყანაში
შემდეგი სტატიაისრაელში ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა