ელოდა თუ არა ხუხაშვილი პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს ?! – ხუხაშვილის კომენტარი

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

,http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba,მე და გიორგი მარგველაშვილი ვმეგობრობთ და ეს ჩემთვის საკმარისია”- ასეთი კომენტარი გააკეთა ,,თაიმერთან” საუბარში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადების საპასუხოდ.
,,ჩვენ ვმეგობრობთ და ამის იქეთ ჩვენი ურთიერთობა არ წასულა და არც ვაპირებთ რომ წავიდეს, ისევე როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილმა იცის ჩემი დამოკიდებულება თანამდებობეთან მიმართებაში. მე ამ საკითხს იუმორით ვუყურებ. ბიძინა ივანიშვილს არასწორ ინფორმაციებს აწვდიან თუ არა ეს ჩემთვის უინტერესოა.”- განაცხადა ხუხაშვილმა ,,თაიმერთან” საუბარში.

შეგახსნებთ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მარგველაშვილის პოლიტიკურ მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძის დანიშვნა მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ პოსტს ექსპერტები გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წლის მანძილზე ელოდებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ურთმელიძის დედა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა
შემდეგი სტატიალარი დოლართან მიმართებაში გამყარდა