ელისო ჩაფიძე : ეს არ არის სრული ჭეშმარიტება

„ეს არ არის სრული ჭეშმარიტება“, – ასე გამოეხმაურა მმართველი კოალიციის წევრი და დეპუტატი ელისო კილაძე NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს.

დეპუტატი ამბობს, რომ საინტერესოა ისიც თუ რა მეთოდით მოხდა კვლევის ჩატარება.

„მე მახსოვს, თუნდაც 2012 წელი როდესაც რეალურ სურათსა და კვლევებს შორის თუ რამხელა განსხვავება გამოიკვეთა“, – აცხადებს, ელისო ჩაფიძე.

მმართველი კოალიციის კიდევ ერთი წევრი ანი მიროტაძე კი აცხადებს, რომ ეს კვლევები გამოიყენება, სამუშაო მასალად და შემდეგი სამოქმედო გეგმების დასასახად.

დეპუტატი გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ კვლევაში პრობლემატურ პირველ სამ საკითხში ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ვერ მოხვედრა არ არის საგანგაშო. მმართველი კოალიციის წევრს მიაჩნია, რომ საზოგადოება ადექვატურია იმ გეგმისა, რასაც სახელმწიფო ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიგაერო აშშ-ს პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიადუშამბე ჯიჰადისტებს მიუტევებს თუკი ისინი მოინანიებენ