ელისო ბოლქვაძე “UNESCO-ს მშვიდობის არტისტი” გახდა

მსოფლიოში ცნობილ ქართველ პიანისტს, ელისო ბოლქვაძეს, „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ წოდება მიენიჭა. ცერემონია პარიზში გაიმართა.

ელისო ბოლქვაძე სამომავლოდ მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვას და მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში დაზარალებულ ბავშვთა განათლების ხელშეწყობას გეგმავს.

„იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ წოდება მინიჭებული აქვთ მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს, მათ შორის, პლასიდო დომინგო, სელინ დიონი და ანჯელინა ჯოლი.

„მე დღეს შევუერთდი იმ არაჩვეულებრივი ადამიანების რიგებს, რომლებიც წარმოადგენენ მთელ მსოფლიოში ძალიან ინტელექტუალურ და საჭირო იდეებს და ვუერთდები პლანეტაზე მშვიდობის დამყარებისთვის ბრძოლაში,“ – განაცხადა პიანისტმა დაჯილდოების შემდეგ.

ელისო ბოლქვაძეს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ წოდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა.

banner
წინა სტატიაშიქართველმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო ძებნილი დააკავეს
შემდეგი სტატიამძარცველებმა ბათუმში შუახნის ქალი დაჭრეს